გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს შუახევის რაიონული პოლიციის
თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, შუახევის
მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილებში არარეგისტრირებული სახერხი
საამქრო გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი
სარდაფში ჰქონდა დამონტაჟებული. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ გამოძიება შუახევის რაიონულ პოლიციაში
დაიწყო.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის
ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად
იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს და გამკაცრებულია სანქციებიც. ყველა
ამ ღონისძიების შედეგად ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები
მცირდება. 2024 წელს დეპარტამენტმა 93 არარეგისტრირებული სახერხი
საამქრო გამოავლინა, 2025 წელს კი ეს ციფრი 62-მდე შემცირდა.