სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ფრინველის არალეგალური
სასაკლაოები აჭარაში,
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში
გამოავლინეს.
შპს „ატო“ ხელვაჩაურის ფერმის ტერიტორიაზე ფრინველს ვეტერინარული
ზედამხედველობის გარეშე კლავდა, დარღვევები დაფიქსირდა
სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და ტექნოლოგიურ პროცესშიც.
ბიზნესოპერატორს არ ჰქონდა სააგენტოს სავალდებულო აღიარება და არ იყო
რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
საჩხერეში, ინდმეწარმე ნ. ბ.-ს ფრინველთა სასაკლაოზეც კრიტიკული
დარღვევები გამოვლინდა. ობიექტზე, ვეტერინარული ზედამხედველობის
გარეშე, ტექნოლოგიური
პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების
დარღვევით დაკლული იყო 80 კილოგრამი ფრინველის ხორცი.
ორივე ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეწყდა, მანამ,
სანამ დარღვევები არ აღმოფხვრებოდნენ.