ახალციხეში ორ ადამიანს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ემიგრაცია დაეკისრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალესა" და „კარწახის“ მონაკვეთებზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს: 1974 წელს დაბადებული ჯ.დ. და 1994 წელს დაბადებული ი.ე.

გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოცვივდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

დაკავებულებზე განხორციელდა საემიგრაციო პროცედურები და ისინი ქვეყნიდან გაძევებულნი არიან.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები