„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობამ
მიიღო მოსაწვევი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, თუმცა თავად
არ დაესწრება კონფერენციას.
კობახიძის თქმით, ვინ მიიღებს საქართველოდან კონფერენციაში
მონაწილეობას, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ჩვენი წარმომადგენელი იქნება მიუნხენის კონფერენციაზე.
რა ფორმით იქნება მთავრობა წარმოდგენილი, ამაზე მოგვიანებით გაიგებს
საზოგადოება. შეიძლება იყოს მაკა ბოჭორიშვილი. საზოგადოება გაიგებს
ჩვენგან ამასთან დაკავშირებით, როცა იქნება საჭირო. მე არ ვიქნები
მიუნხენის კონფერენციაზე. მთავრობამ მიიღო მოსაწვევი. მთავრობის
წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე. ეს არის, რაც შემიძლია
გითხრათ“, — განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დებატების ყველაზე დიდ ფორუმს
მსოფლიოში, რომელიც 1963 წლიდან იმართება.
მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენცია 2026 წლის 13-15 თებერვალს
გაიმართება დ მასში 50 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს
მონაწილეობას.
ცნობისთვის, შარშან „ქართული ოცნების” მთავრობა მიუნხენის
კონფერენციაზე არ მიიწვიეს. საქართველოდან მიუნხენის კონფერენციაზე
სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია იმყოფებოდნენ.