მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ
ნიშნულზეა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღის ინტერვალში ოქროს ღირებულება
შემცირდა, ზოგადი მაჩვენებლით ის კვლავ მაღალია.
უფრო კონკრეტულად კი GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30
საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 035 დოლარია, რაც ერთ
დღეში ფასის 0.34%-ით შემცირებაზე მიუთითებს, რაც შეეხება ვერცხლს, ამ
მომენტისთვის 1 უნცია 81.7 დოლარი
ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში
0.99%-ით დაკლებული ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, ოქროსა და ვერცხლის ღირებულება აქაც
მომატებულია. უფრო კონკრეტულად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 461
ლარია, 750-სინჯიანი - 345 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი
269 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 9.16
ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.33 ლარად არის
შესაძლებელი.