შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის
განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის
ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: 2004 წელს
დაბადებული ზ.თ., 2000 წელს დაბადებული ნ.დ., 1990 წელს დაბადებული
შ.შ. და 1997 წელს დაბადებული რ.მ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 თებერვალს, თბილისში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მათ 1990 წელს
დაბადებულ ვ.ა.-ს
განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენეს, ხოლო 1988 წელს დაბადებულ
პ.კ.-სა და 1990 წელს დაბადებულ გ.ზ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა
მიაყენეს.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო
დახმარება გაეწიათ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად
ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და
126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.