შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, კახეთის, იმერეთისა და
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების
თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი
დააკავეს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ფსიქოტროპული
ნივთიერებისა და მარიხუანის რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის
მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა
და
დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული
ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული
საშუალებები, მათ შორის „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“ და
მცენარე „კანაფი“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების
დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე
პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 20 წლამდე ან
უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.