2025 წლის 9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ
დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდა
და უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
იმყოფება.
ოფიციალური ინფორმაციით, მოქალაქის
გათავისუფლების პროცესში აქტიურად
იყო გამოყენებული ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა
შესაბამისი ინსტრუმენტი.
ცენტრალური ხელისუფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
აცხადებენ, რომ აგრძელებენ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე
უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის
გასათავისუფლებლად.