საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა
დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი
აღიკვეთა.
ჭკვიანურად ჩატარებული შემოწმების შედეგად,
უცხო ქვეყნის მოქალაქეების
პირად და კუთვნილ ბარგში, საერთო წონით 497 გრამი ოქროს ნაკეთობები
აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულება 118,147 ლარს შეადგენს.
სამართალდამრღვევი პირების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების
მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.