რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ლილოს მიმართულებით მომხდარ
ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ინფორმაციას სააგენტო „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
შემთხვევა დილის საათებში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი
მარკის ავტომობილი, რომელიც ლილოს მიმართულებით მოძრაობდა, გასწრების
მანევრს ასრულებდა, რა დროსაც სატვირთო
მანქანას შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა „ჰიუნდაიში“ მყოფი
სამი მგზავრი: ახალგაზრდა მამაკაცი და ორი შუახნის
ქალბატონი.
ძლიერი შეჯახების შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე
გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ.