სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის
ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში
ფრინველთა 8 არალეგალური სასაკლაო და კვერცხის არალეგალური წარმოება
გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტები საქმიანობას
ახორციელებდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების
გარეშე. გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული
ღონისძიებები გატარდა.
უწყების ცნობით, აღიარებისა და რეგისტრაციის მინიჭებამდე საწარმოო
პროცესი შეუჩერდა შემდეგ ობიექტებს:
ფრინველთა სასაკლაო – ინდმეწარმე ნ. ზ. (გორის რაიონი, სოფ. კარალეთი)
– ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა ქათმის
ტანხორცი;
ფრინველთა სასაკლაო – მ. თ. (გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი);
ფრინველთა სასაკლაო – ბ. კ. (გორის რაიონი, სოფ. კარალეთი);
ფრინველთა სასაკლაო – გ. ბ. (გორის რაიონი, სოფ. პატარა
გარეჯვარი);
კვერცხის წარმოება – ბ. მ. (გორის რაიონი, სოფ. პატარა
გარეჯვარი);
ფრინველთა სასაკლაო – გ. მ. (გორის რაიონი, სოფ. კარალეთი);
ფრინველთა სასაკლაო – მ. გ. (გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი);
ფრინველთა სასაკლაო – ა. ჩ. (გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი);
ფრინველთა სასაკლაო – შპს „ქათმის ხორცპროდუქტები“ (გორის რაიონი,
სოფ. კარალეთი).
სააგენტოში აცხადებენ, რომ არალეგალური საწარმოების გამოვლენის მიზნით
სახელმწიფო კონტროლი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს აქტიურად
მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, დროულად
მოითხოვონ სავალდებულო აღიარება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია
ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი
წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, და დადგენილ ვადებში განაახლონ
რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.