გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
2026 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში უკანონო
ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 102 ხე-ტყის უკანონო
მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 25 — სახერხი საამქროების მიერ
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არარეგისტრირებული საამქროების
საქმიანობას. ექვსი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნებს და მასალები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
რეგიონების მიხედვით,
ყველაზე მეტი — 49 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლენილია 27 შემთხვევა, აჭარაში — 16,
სამცხე-ჯავახეთში და იმერეთში — 10-10, ქვემო ქართლში — 8,
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში — 5, ხოლო შიდა ქართლსა და
მცხეთა-მთიანეთში — თითო ფაქტი.
იანვარში ასევე დალუქულია 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო — 2
აჭარაში და 1 ქვემო ქართლში.