შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.დ. ნარკოტიკული
საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 9 შეკვრად
დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ფსიქოაქტიური ნივთიერება –
ე.წ. „ბიო“. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ნარკოტიკული
ნივთიერებები
კიდევ 30 ადგილიდან ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე
და 260-ე კვარტა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.