თბილისის აეროპორტში განსაკუთრებულად დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შემოტანა აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე: ისრაელის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული მ.კ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ო.გ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ხელბარგის შემოწმებისას სხვადასხვა

დასახელების ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები