შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ძარცვის ბრალდებით 2010 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ
მყოფი ლ.გ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ
მაღაზიაში სხვადასხვა ნივთს დაუფლდა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
სამართალდამცველებმა საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ლ.გ.
ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე
მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.