გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში,
იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების სამი
ფაქტი გამოავლინა. სამართალდარღვევები დაფიქსირდა ოზურგეთის, ხონისა
და მცხეთის მუნიციპალიტეტებში.
სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარეების –
სუფსის, ცხენისწყლისა და მტკვრის კალაპოტებიდან ჯამში დაახლოებით 60
კუბურ მეტრამდე ქვიშა-ხრეში უკანონოდ მოიპოვეს.
ექსპერტები
ვარაუდობენ, რომ ასეთი საქმიანობა სერიოზულ ეკოლოგიურ
ზიანს აყენებს გარემოს – შესაძლოა კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების
ჩამონგრევა, ეროზია, წყლის დონის კლება და ეკოსისტემების განადგურება
მოხდეს.