გურიაში არალეგალური ხორცისა და ხორცპროდუქტების ორი საწარმო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ოზურგეთში, ხორცისა და ხორცპროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

ფიზიკური პირი ა. კ. და ინდმეწარმე ზ. ა. სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდნენ ხორცს და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ახორციელებდნენ საქმიანობას.

სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ორივე ობიექტზე დაილუქა 135 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის გოჭისა და ფრინველის ტანხორცი და გულღვიძლი. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და

საწარმოო პროცესი შეჩერდა, სანამ დარღვევები არ აღმოფხვრდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეიძინონ ხორცი და ხორცპროდუქტები არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში და ჯანმრთელობის გარანტიის გარეშე, ხოლო ბიზნესოპერატორებს აფრთხილებს სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვაზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები