საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟეებმა დიდი ოდენობით
არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში შემოტანის მცდელობა
აღკვეთეს.
გატარებული კონტროლის დროს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის
მოქალაქეების ბარგისა და ავტომობილების დეტალური შემოწმების შედეგად,
აღმოაჩინეს ჯამში 4 560
ღერი არადეკლარირებული სიგარეტი.
სამართალდამრღვევთათვის კანონის შესაბამისად, ორი პირი დააჯარიმეს
თითოეულს 1 000 ლარით და ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო ერთი მოქალაქე,
განმეორებითი დარღვევისთვის, დაჯარიმდა 3 000 ლარით.