საქართველოდან ირანში ავტომობილების ექსპორტი 8 წლიან მაქსიმუმზეა
საქართველოდან ირანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 8 წლიან მაქსიმუმზეა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, 2025 წელს ირანში ექსპორტზე გავიდა 209 ერთეული მსუბუქი ავტომობილი (ჯამში 4.499 მლნ აშშ დოლარის ღირებულების), რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კერძოდ, 2017 წელს ექსპორტირებულია 327 ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 8.46 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

საქართველოდან ირანში ავტომობილების

ექსპორტი 8 წლიან მაქსიმუმზეა
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 1 წლის ჭრილში ირანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 6-ჯერ გაიზარდა. უფრო დეტალურად, „საქსტატის“ თანახმად, 2024 წელს ირანში 33 ერთეული (სულ 855 ათასი დოლარის) ავტომობილი გავიდა.

რაც შეეხება ფასებს, 2025 წელს ერთი ავტომობილის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 21 530 დოლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს ფასი 25 924 დოლარს უტოლდებოდა. (ავტორის შენიშვნა: მარკის, გამოშვების წლისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით 1 მანქანის ფასი შესაძლოა, ბევრად მეტი ან ნაკლები ყოფილიყო).

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს ირანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 8 წლიან მაქსიმუმს მიაღწია, ირანის წილი ექსპორტში მცირეა. კერძოდ, რაოდენობის მხრივ ირანი მსხვილ ბაზრებს შორის მე-11 ადგილზეა, ხოლო მისი წილი ავტომობილების რეექსპორტში 0.18%-ს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, 2025 წელს რეექსპორტზე გავიდა 111 265 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 2.814 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები