ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობა იგეგმება
ქუთაისსა და რუსთავში საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობა იგეგმება - ამის შესახებ ირკვევა საქართველოს მთავრობის 9 თებერვლის განკარგულებიდან.

დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ქალაქმშენებლობითი) დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების, შესაბამისი სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა უნდა უზრუნველყოს.

ამასთანავე, ქუთაისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებს პროექტისთვის აუცილებელი ქმედებების განხორციელება დაევალა. გარდა ამისა, აღნიშნულმა მუნიციპალიტეტებმა პროექტის შესახებ

მოსახლეობის ინფორმირება უნდა უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, 2025 წლის დეკემბერში განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ 50 000 ჰექტარზე, რუსთავის სიახლოვეს, სტუდენტური ქალაქი აშენდებოდა. მანვე აღნიშნა, რომ ანალოგიური სტუდენტური ქალაქის მშენებლობა დაგეგმილია ქუთაისშიც, ძველი პარლამენტის შენობის მიმდებარედ. მიქანაძის თქმით, სტუდენტურ ქალაქებში იქნება როგორც საცხოვრებელი, ისე რეკრეაციული სივრცეები, ბიბლიოთეკები და ყველანაირი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები