მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ღირებულება კვლავ მაღალ
ნიშნულზეა,
თუმცა ერთ დღიან ჭრილში ძვირფასი მეტალის ღირებულება 0.18%-ით არის
შემცირებული. უფრო კონკრეტულად, GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის
დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 064
დოლარია, რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 83.67 დოლარი
ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 0.52%-ით დაკლებული ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, 1
გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 451 ლარია,
750-სინჯიანი - 338 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 263 ლარს
შეადგენს.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.17
ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.58 ლარად არის
შესაძლებელი.