აჭარაში 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტები სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდნენ.

კერძოდ, ფიზიკური პირი ფ.ტ. (მის: ხელვაჩაური, სოფელი მახო) – ფრინველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ფრინველი იკვლებოდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ხოლო საეჭვო წარმომავლობის ფრინველის ხორცი დაილუქა.

  • ფიზიკური პირი

    დ.ა. (მის: ხელვაჩაური, ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. №29) – ფრინველთა სასაკლაოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.
  • ფიზიკური პირი დ.მ. (მის: ბათუმი, დაუდ ასამბაძის ქ. 3ა) – ცხოველთა სასაკლაოზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ასევე აღმოჩენილი იქნა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი, რომელიც დაილუქა.
  • შპს „ბაკური“ (მის: ბათუმი, სევერიან აჭარელის ქ. №4, აგრარული ბაზარი) – ქათმის სარეალიზაციო სივრცეში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ბიზნესოპერატორი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, დაკვლის ადგილზევე ახორციელებდა ფრინველის ხორცის რეალიზაციას.
  • ფიზიკური პირი ნ.ს. (მის: ქობულეთი, თავისუფლების ქ. №17) – ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, დაილუქა ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე საეჭვო წარმომავლობის ხორცი.
  • ინდმეწარმე ი.კ. (მის: ქობულეთი, რუსთაველის ქ. №168) – საქმიანობდა ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე; ხორცპროდუქტების საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.
  • ფიზიკური პირი მ.გ. (მის: ქ. ბათუმი, ბარცხანის დასახლება, ცაბაძის ქ. №5) – ცხოველთა არალეგალურ სასაკლაოზე გამოვლინდა სხვადასხვა შეუსაბამობები, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე მიღებული ხორცი.

სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით დადგენილი ღონისძიებები. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხოლო შეუსაბამობების სრულ აღმოფხვრამდე მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები