ილიაუნის მხოლოდ პედაგოგიკისა და STEM სპეციალობები ექნება - მთავრობის გადაწყვეტილება
„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმ პროგრამებების მიმართულებები, რომლის განხორციელებაც მათ შეეძლებათ. ამ გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად მცირდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სწავლების არეალი.

თუკი ახლა უნივერსიტეტი ათობით პროგრამას ახორციელებს, მომავალი წლიდან მხოლოდ რამდენიმე მიმართულება დარჩება. კერძოდ:

  • პედაგოგიკა;
  • ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები.

რას ნიშნავს ABET აკრედიტაცია?
ABET ტექნიკურ/ინჟინერულ სფეროში აკრედიაციის ფორმაა, რომელიც

მიენიჭებათ უნივერსიტეტებს ისეთ სფეროებში როგორიცაა:

  • ინჟინერია;
  • კომპიუტერული მეცნიერება;
  • ტექნოლოგიები;
  • გამოყენებითი მეცნიერებები.
რას ნიშნავს STEM სპეციალობა?

  • STEM არის აბრევიატურა და ნიშნავს:
  • S – Science (მეცნიერება);
  • T – Technology (ტექნოლოგია);
  • E – Engineering (ინჟინერია);
  • M – Mathematics (მათემატიკა).
STEM ასევე მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებებს, პროგრამირებას, ელექტრო და მექანიკურ ინჟინერიას; ბიოლოგიაა, ქიმიას, ფიზიკას, მათემატიკასა და ხელოვნური ინტელექტი.

უნივერსიტეტს აღარ შეეძლება სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების, იურიდიულისა თუ სხვა მიმართულებით პროგრამების განცორციელება.




წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები