შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა
ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ.
დააკავეს.
სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის –
ლ.ჩ.-ს პირადი
ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
„მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.