ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის საელჩოებზე ახლო აღმოსავლეთში

საუდის არაბეთში აშშ-ის საელჩოს, სავარაუდოდ, ირანული დრონები დაესხნენ თავს.



თავდასხმის გამო ყველა საკონსულო შეხვედრა გაუქმდა.

ასევე, დარტყმა მიაყენეს ქუვეითში აშშ-ის საელჩოს.

„ჩვენ გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა. შეგატყობინებთ, როდესაც საელჩო დაუბრუნდება ჩვეულ ფუნქციონირებას“, — დაწერა X-ზე აშშ-ის საელჩომ ქუვეითში.

შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სამთავრობო პერსონალის და მათი ოჯახების სავალდებულო ევაკუაცია იორდანიაში, ბაჰრეინში, ერაყში, კატარსა

და ქუვეითში.

ირანი საჰაერო დარტყმებს ახორციელებს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზები არიან განლაგებული. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ომის „ყველაზე დიდი სიურპრიზი“ რეგიონში არაბულ ქვეყნებზე ირანის თავდასხმები იყო.

ბოლო დღეებში ათასობით საერთაშორისო რეისი გაუქმდა და ზოგიერთი აეროპორტი კვლავ დაკეტილია.

ირანის იერიშებს ქუვეითის სამოქალაქო პორტში 6 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.

ისრაელი და ირანი განაგრძობენ საჰაერო დარტყმებს ირანზე.



 


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები