მარნეულის მერიამ 102 სპორტული ფორმა 3 965 ლარად შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 102 წყვილი სპორტული ფორმა შეისყიდა. მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებული გამარტივებული შესყიდვის მიხედვით, სპორტული მაისურები და შორტები მერიამ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში დაგეგმილი რეგიონალური თამაშებისათვის შეისყიდა.

„მოგახსენებთ, რომ 2025 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა 20 საჯარო სკოლა. 2026 წლის თებერვლის თვის ბოლოს დაგეგმილია სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშები, სადაც

მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი მუნიციპალიტეტის გამარჯვებულმა გუნდებმა; ფეხბურთში, ფრენბურთში, მძლეოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთში, ბამბიგტონსა და მხიარულ სტარტებში“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიამ ბრენდირებული სპორტული მაისურები და შორტები „ბიეიჩსი“-სგან 3 965 ლარად და 76 თეთრად შეიძინა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ სპორტული ფორმები 13 გუნდისათვის შეიძინა, რომლებმაც ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გაიმარჯვეს. გთავაზობთ სკოლებისა და მათთვის შეძენილი ფორმების რაოდენობის ჩამონათვალს:

• 12 ფეხბურთის ფორმა (ბიჭი) - თამარისის საჯარო სკოლა
• 12 ფეხბურთის ფორმა (გოგო) - საიმერლოს საჯარო სკოლა
• 4 კალათბურთის ფორმა (ბიჭი) - თამარისის საჯარო სკოლა
• 4 კალათბურთის ფორმა (გოგო) - ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა
• 6 მძლეოსნობის ფორმა (ბიჭი) - თამარისის საჯარო სკოლა
• 6 მძლეოსნობის ფორმა (გოგო) - თამარისის საჯარო სკოლა
• 5 მაგიდის ჩოგბურთის ფორმა (ბიჭი) - თამარისის საჯარო სკოლა
• 5 მაგიდის ჩოგბურთის ფორმა (გოგო) - თამარისის საჯარო სკოლა
• 5 ბამბიქტონის ფორმა (ბიჭი) - მარნეულის N6 საჯარო სკოლა
• 5 ბამბიქტონის ფორმა (გოგო) - მარნეულის N6 საჯარო სკოლა
• 12 ფრენბურთის ფორმა (ბიჭი) - თამარისის საჯარო სკოლა
• 12 ფრენბურთის ფორმა (გოგო) - მარნეულის N6 საჯარო სკოლა
• 14 მხიარული სტარტების ფორმა - მარნეულის N6 საჯარო სკოლა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები