გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 2026 წლის 1-28 თებერვლის პერიოდში, უკანონო
ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოავლინეს.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან:
- 142 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას
უკავშირდება,
- 49 ფაქტი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევასა და არარეგისტრირებულ საამქროებს ეხება.
სამართალდარღვევებიდან 18 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის
ნიშნებს, და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში
გადაიგზავნა.
თებერვალში
დალუქულია 9 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, ხოლო
ჯამში ამოღებულია 180 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ
მოპოვებული ხე-ტყე.
ფაქტების რეგიონული განაწილება:
- კახეთი – 59,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 42,
- სამცხე-ჯავახეთი – 24,
- შიდა ქართლი – 14,
- აჭარა – 14,
- ქვემო ქართლი – 10,
- იმერეთი – 9,
- გურია – 9,
- მცხეთა-მთიანეთი – 7,
- რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 3.