სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი
ზ.გ. გამოავლინეს. პირის სადგომში კუსტარულად მოწყობილ ფრინველთა
სასაკლაოში ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს.
გარდა ამისა, საწარმო საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში
რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.
ფრინველთა
არალეგალური სასაკლაო გამოჩნდა ასევე გურიის რეგიონული
სამსახურის ინსპექტორების მიერ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ
ხიდისთავში.
მეწარმეები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ, ხოლო საწარმოო
პროცესი შეჩერდა აღიარების ან რეგისტრაციის მიღებამდე.