საქსტატის საწარმოთა საქმიანობის შედეგების მიხედვით, 2025 წლის IV
კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა
საშუალო რაოდენობა 839.2 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.4%-ით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3% ქალი იყო, ხოლო 56.7% —
კაცი.
აღსანიშნავია, რომ ნახევარზე მეტს მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს.
კერძოდ, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4% მსხვილ ბიზნესზე
მოდიოდა, 19.4% — საშუალოზე, ხოლო
39.2% — მცირე ბიზნესზე.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 782.8 ათასი
კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ით
მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 6.3 მილიარდი
ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
13.1%-ით მეტი).
IV კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში
ლიდერობდნენ ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და
მოტოციკლების რემონტი), დამმუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და
სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები.
დასაქმებულთა რაოდენობის ნახევარზე მეტი დედაქალაქზე მოდის. უფრო
დეტალურად, მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა:
- თბილისი – 66.5%;
- აჭარის ა.რ. – 10.2%;
- იმერეთი – 5.9 პროცენტი;
- ქვემო ქართლი – 5.1%;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.2%;
- კახეთი – 2.6%;
- შიდა ქართლი – 2.2%;
- მცხეთა-მთიანეთი – 1.7%;
- სამცხე-ჯავახეთი – 1.4%;
- გურია – 0.9%;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.3%.