აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავალებით, ირანში 30 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა, რომელიც 30 ტონამდე სხვადასხვა სახის საკვებ პროდუქტსა და მედიკამენტს მოიცავს.

სააგენტო APA-ს ცნობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს დეპარტამენტის დირექტორმა, ემინ ჰასანზადემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,

რომ დახმარება მეზობელ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური სატვირთო ავტომობილებით მიემართება.

ჰუმანიტარული დახმარების პაკეტში შედის ფქვილი, ბრინჯი, შაქარი, ჩაი და ასევე, აუცილებელი სამედიცინო საშუალებები. სატვირთოები უკვე გზაში არიან“, — განაცხადა ემინ ჰასანზადემ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები