შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1988 წელს დაბადებული ა.ვ.
დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში, მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვის საკუთრებაში არსებულ
ავტომობილს და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ა.ვ.
მალევე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.