სუს-ის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძე ვადამდე მიენიჭა მორიგი
სპეციალური წოდება.
ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, მდინარაძე
„სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი“ გახდა.
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს
კანონის 5⁶ მუხლის, მე-7 მუხლის 2¹ პუნქტისა და მე-8 მუხლის
საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს,
სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს
მორიგი უფროსი სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების
ვიცე-პოლკოვნიკი“, – ნათქვამია
ბრძანებაში
მამუკა მდინარაძე სუს-ში 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა.
შესაბამისად მან ვიცე-პოლკოვნიკის წოდებას 6 თვეში მიაღწია.
“სახელმწიფო უსაფრთხოების გენერლობამდე” მდინარაძეს ამჟამად მხოლოდ
პოლკოვნიკის წოდება აშორებს.
პირველი თებერვლიდან სუს-ში ხელფასები გაიზარდა. გაიზარდა როგორც
თანამდებობრივი, ასევე წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები.
კობახიძის ხელმოწერით სუს-ში ხელფასები გასული წლის დეკემბერშიც
გაიზარდა.
ახალი, 2026 წლის 4 თებერვლის დადგენილებით სუს-ის უფროსის, მამუკა
მდინარაძის ხელფასი პირველი თებერვლიდან ჯამში 15 945 ლარი იქნება
[აქედან 15 690 თანამდებობრივი სარგოა, 255 ლარი კი წოდებრივი].
იანვარში კი მდინარაძის ხელფასი 15 170 ლარი იყო [14 940 ლარი
თანამდებობრივი და 230 ლარი წოდებრივი სარგო].
მამუკა მდინარაძის, როგორც სუს-ის უფროსის თანამდებობრივი სარგო გასულ
წელთან შედარებით 2 110 ლარით გაიზარდა.
სუს-ში ხელფასთან ერთად წოდებრივ სარგოებსაც იღებენ, რომლის
ოდენობებიც ასევე გაიზარდა.
სუს-ის უფროსის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური განაკვეთის ოდენობა
დამოკიდებულია მის წოდებაზე. მაგალითად, 4 თებერვლის დადგენილებით,
სუს-ში თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი წოდების მქონე უფროსისთვის
არის 15 690 ლარი, ხოლო იგივე განაკვეთი წოდების არმქონე უფროსისთვის
14 340 ლარი.
თანამდებობრივი სარგო სუს-ში 2026 წლის 1-ლი თებერვლიდან
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, 2025 წლის 26 ოქტომბერს ვადამდე
მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის წოდება. მანამდე კი, 3
სექტემბერს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლეიტენანტის, 23
ოქტომბერს – უფროსი ლეიტენანტის, 25 ოქტომბერს კი – კაპიტნის წოდება
მიანიჭა.
წოდებრივი სარგო სუს-ში 2026 წლის 1-ლი თებერვლიდან