გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში დაფიქსირდა ორი
სამართალდარღვევა. ადგილობრივმა მოქალაქეებმა, მესტიიდან ზუგდიდის
მიმართულებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სვანეთში
უკანონოდ
მოპოვებული და გადამუშავებული, დაახლოებით 7 კუბურ მეტრ მოცულობის
წიწვოვანი სახეობის ფიცარი გადაჰქონდათ. სამართალდამრღვევებს
ავტომობილებში სპეციალური სამალავები ჰქონდათ მოწყობილი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა, შედგა შესაბამისი
დოკუმენტაცია, ხოლო მასალები, შესაბამისი რეაგირების მიზნით,
შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.