ხობის მუნიციპალიტეტში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა.

სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ. ე. საქმიანობას ეწეოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. ინსპექტირებისას ასევე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმების დარღვევა, საწარმოს ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა, დაბინძურებული ინვენტარი. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი თევზის შებოლვასა და შრობას რისკისშემცველი

მეთოდით ახორციელებდა.

აღნიშნული დარღვევების გამო მეწარმე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა, ხოლო კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სააგენტომ ასევე ამოიღო 500 კილოგრამამდე ნედლი და შებოლილი ქაფშია, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები