საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“ არადეკლარირებული ოქროს
ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც პირადი, ასევე
მათი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული
ოქროს
ნაკეთობები აღმოაჩინეს. ამოღებული ოქროს საერთო წონა 219.81 გრამს
შეადგენს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 77 202 ლარი
შეადგინა.
სამართალდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები შემდგომი რეაგირების
მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.