შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის
სამმართველოს თანამშრომლებმა,
ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს
დაბადებული რ.ლ. დააკავეს. ბრალდებული დაკავებულია სახელმწიფო
საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის
ფაქტზე.
გამოძიების ინფორმაციით, რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის
მცდელობისას არ დაემორჩილა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების
კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწია და სხეულზე
დაზიანება
მიაყენა ერთ-ერთ პოლიციელს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,
344-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 353 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც
4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.