მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის
მონაცემებით,
დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის
ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას
წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 86.77
დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 2.98%-ით შემცირებული ფასია.
რაც შეეხება საქართველოს, ერთ დღიან ინტერვალში ერთი გრამი ე.წ.
ბაჯაღლოს
ფასმა 11 ლარით მოიმატა. უფრო კონკრეტულად კი, 1 გრამი 999
სინჯის ფასი 473 ლარი გახდა, 750-სინჯიანი - 355 ლარი, ხოლო
585-სინჯიანი ოქრო 276 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.59
ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.87 ლარად არის
შესაძლებელი.