უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები
ჩაატარეს, რის შედეგადაც უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ინდოეთის, თურქეთის,
უზბეკეთის, კენიის, პაკისტანის, ჩინეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის
მოქალაქეები.
კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლებმა
სხვადასხვა ლოკაციასა და დანიშნულების ობიექტებზე შემოწმებები
ჩაატარეს, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის
გარეშე მყოფი
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით.
ამჟამად ისინი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში
არიან მოთავსებული და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი
ქვეყნიდან გაძევების მიზნით.