ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეწყერი გააქტიურდა, დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში დღეს, 12 მარტს გამთენიისას მეწყერი გააქტიურდა. არსებული ინფორმაციით, მეწყრული მასები ჩამოწვა დასახლებულ ადგილსა და გზის სავალ ნაწილზე.

რა ვიცით ამ ეტაპზე?
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მაშველები მუშაობენ და მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

„მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“,
- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ამ მეწყრული პროცესების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც. უწყების ცნობით, მდგომარეობის შესასწავლად ადგილზე მუშაობენ გეოლოგები.

რა არ ვიცით?
  • დაშავდა თუ არა ვინმე და არის თუ არა მსხვერპლი;
  • რამდენი ოჯახის ევაკუაციაა საჭირო;
  • შესაძლებელი იყო თუ არა მეწყრული პროცესების გააქტიურების პროგნოზირება.
  • რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებით ინფორმაციის მოძიებას.
მეწყრული პროცესები ტყიბულში
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეოარტამენტის მიერ 2024 წლის მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ „იმერეთის მხარეში საშიში გეოლოგიური პროცესებიდან დომინირებს მეწყრული პრიცესები“, რაც საფრთხეს უქმნის საცხოვრებელ სახლებს, გზებსა და ინფრასტრუქტურას.

რაც შეეხება ტყიბულის მუნიციპალიტეტს, ანგარიშში წერია, რომ ყველაზე ხშირად გავრცელებულია მეწყერები, ყველაზე იაშვიათად კი ქვათაცვენები.

წყარო: radiotavisupleba.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები