იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ინიციატივის მხარდაჭერით,
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცნობებს, რომ მიმდინარე
წლის 1 აპრილის ჩათვლით, ბიზნესსუბიექტები ვალდებულნი არიან შეასრულონ
სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობა „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონთან.
დროული ინფორმირების მიზნით, 270 ათასზე მეტ მეწარმეს უკვე გაეგზავნა
საინფორმაციო შეტყობინება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ
სისტემაში რეგისტრირებულ ავტორიზებულ
გვერდზე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი ამარტივებს
ბიზნესპროცედურებს, იცავს ბიზნესსუბიექტების უფლებებს და ხელს უწყობს
მეწარმეთა ერთიანი ბაზის სისტემატიზაციას.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულებს:
napr.gov.ge
my.gov.ge