2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია
1 102 139 ბიზნეს სუბიექტი,
საიდანაც აქტიური სტატუსი მხოლოდ 294 573-ს აქვს. სტატისტიკის
ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, რეგისტრირებული
ბიზნესებიდან აქტიური დაახლოებით 26.7%-ია.
შეგახსენებთ, 2026 წლის აპრილამდე საწარმოებმა სარეგისტრაციო
მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან
შესაბამისობაში მოყვანა უნდა უზრუნველყონ.
იმ შემთხვევაში, თუ 2026 წლის 1-ელ აპრილამდე საწარმოს/ფილიალს
კანონთან შესაბამისობაში არ ექნება
მონაცემები მოყვანილი, რეგისტრაცია
შეუჩერდება.
კანონის თანახმად, აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება 2022 წლის 1-ელ
იანვრამდე რეგისტრირებულ შემდეგი ტიპის საწარმოებზე: შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება; სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოება; სააქციო საზოგადოება; კომანდიტურ საზოგადოება;
კოოპერატივი; უცხოური საწარმოს ფილიალი.
ვალდებულება ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება.
„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, გთავაზობთ აღნიშნულ
ინფორმაციას:
- ინდივიდუალური მეწარმე - 667 318 - (აქტიური 201 111);
- კომერციული იურიდიული პირები - 388 887 (აქტიური - 86 126);
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - 376 987 (აქტიური 84
984);
- არასამეწარმეო იურიდიული პირები - 33 925 (აქტიური 3 987);
- კოოპერატივი - 5 774 (აქტიური 165);
- საჯარო სამართლის სუბიექტები - 5 306 (აქტიური 2 638);
- სააქციო საზოგადოება - 3 201 (აქტიური 844 );
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - 2 740 (აქტიური
117);
- კომანდიტური საზოგადოება - 185 (აქტიური 16);
- სხვა - 6 703 - (აქტიური 711).