ოკუპირებულ აფხაზეთში "საქართველოსთვის ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ემზარ ბაღაშვილი დააკავეს
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 10 მარტს "საქართველოსთვის ჯაშუშობის" ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, ემზარ ბაღაშვილი დააკავეს.

ე.წ უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს "რესპუბლიკაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების,

ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ედება ბრალად.

დე ფაქტო უწყებამ ბრალდების არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

წყარო: News.on.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები