6 წელზე ძველი ავტომობილების განბაჟების თითქმის ექვსჯერ გაძვირება
დიდად არ განსხვავდება იმპორტის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილებისგან
- ასე აფასებენ Caucasus Auto Import-ში ძველ ავტომობილებზე აქციზის
ზრდას.
როგორც კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე
ვეკუამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, აქციზის ზრდის შედეგად, 10
ათას დოლარზე ნაკლები ღირებულების ავტომობილების იმპორტს აზრი
ეკარგება, რადგან მანქანების ფასები დაახლოებით 30-35%-ით
გაიზრდება.
ლების შემდგომ მგონია, რომ დაახლოებით 10 000 დოლარამდე ავტომობილების
იმპორტს უბრალოდ აზრი ეკარგება, ვინაიდან ავტომობილის ღირებულე“ეს
ინიციატივა პრინციპში დიდწილად არ განსხვავდება პირდაპირი
აკრძალვისგან.
ეს პირდაპირ აისახება ავტომობილების ფასებში. ჩვენ ვსაუბრობთ ზოგ
შემთხვევაში 3-ჯერ და 4-ჯერ განბაჟების გაძვირებაზე და ტარიფის
სხვაობა პირდაპირ ავტომობილის საბოლოო ღირებულებაში გადაითარგმნება.
ზოგადად, ამ ცვლიბა დაახლოებით 30-35%-ით გაიზრდება. ამ ფასიანი
კატეგორიის ავტომობილი ამხელა ფასნამატს პრაქტიკულად ვერ აიტანს, რაც
იმპორტის შემცირებას გამოიწვევს.
რაც შეეხება შედარებით მაღალბიუჯეტიან ავტომობილებს, 30 000-დოლარიან
ავტომობილში 2500-3000 დოლარიანი სხვაობა შედარებით ატანადია და ეს
სეგმენტი დარჩება ისევ. თუმცა ის იაფი ავტომობილების სეგმენტში,
სამწუხაროდ, გვექნება იმპორტის კლება. წარმოდგენა
რომ გვქონდეს,
საქართველოში ავტომობილის ფასი, საშუალო ჩეკი არის დაახლოებით 7000
დოლარი. ანუ უმრავლესობა ადამიანების 10 000 დოლარამდე ავტომობილებს
ყიდულობს”, - განაცხადა ალექსანდრე ვეკუამ.
მისივე თქმით, მათ შემთხვევაში 6 წელზე უფრო ძველ ავტომობილებს მთლიან
გაყიდვებში დაახლოებით 62% უჭირავს. მისი თქმით, მოქალაქეების
გარკვეული ნაწილი შედარებით ახალ ავტომობილებზე გადასვლას შეძლებს,
თუმცა ნაწილი გაძვირებული მანქანების ყიდვას ვერ შეძლებს, რამაც
შესაძლოა, უკვე არსებული ავტომობილების ექსპლუატაციის ვადა გაზარდოს.
Caucasus Auto Import-ში ვარაუდობენ, რომ შედეგად მათი გაყიდვები
დაახლოებით 20-25%-ით შემცირდება
“მოდით, ბაზარი ორ ნაწილად გავყოთ, ეს არის საბოლოო
მომხმარებელი, რომელსაც სხვა სტატისტიკა აქვს და ავტოდილერი. საბოლოო
მომხმარებლის სტატისტიკა გამოიყურება ასე, რომ 6 წლამდე ავტომობილები
არის 38%, ჩვენი შიდა სტატისტიკით და 6 წელზე უფრო ძველი ავტომობილები
– 62%. ავტოდილერების შემთხვევაში 49/51-ზეა. ავტოდილერების
შემთხვევაში რატომ განსხვავდება და რატომაა უფრო გაჯანსაღებული,
იმიტომ რომ ძირითადად ეს ავტომობილები რეექსპორტისთვის არის გათვლილი.
რეექსპორტზე 5 წლამდე ან 3 წლამდე ავტომობილები იყიდება ხოლმე უფრო
მეტწილად და ეს ამ ციფრებს აჯანსაღებს.
ასეთი პრაქტიკები რაც მოვიძიეთ არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში და
კარგი იქ პრინციპში დიდი არაფერი გამოუწვევია. დაახლოებით საუბარია
[გაყიდვების] 20-25%-იან კლებაზე, საშუალო სცენარში”, -
აღნიშნა ალექსანდრე ვეკუამ.
ცნობისთვის, არსებული წესით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების
განბაჟებისას ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით
იბეგრება. ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი ცვლილებით კი ეს ტარიფი
4.5 ლარამდე იზრდება, რაც აქციზის დაახლოებით 5.6-ჯერ მატებას
ნიშნავს.