2026 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების
ნაკადების მოცულობამ 295.32 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,
რაც 17.1% -ით (43.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელზე. 2025 წლის თებერვალში საქართველოში 252.28 მლნ აშშ
დოლარი გადმოირიცხა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით
ირკვევა, რომ თებერვალში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის
ქვეყნებზე მოდის და 44.9%-ს შეადგენს, შესაბამისი 132.5
მლნ აშშ
დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 19.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის
ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი
წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები თითქმის 19%-ით
გაიზარდა
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 ქვეყანას, საიდან 2026 წლის
თებერვალში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა გადმოირიცხა:
- აშშ - 54.339 მლნ აშშ დოლარი (ზრდა -
14.79%)
- იტალია - 52.846 მლნ აშშ დოლარი (ზრდა -
19.07%)
- რუსეთი - 36.015 მლნ აშშ დოლარი (ზრდა -
18.78%)
- ისრაელი - 25.358 მლნ აშშ დოლარი (ზრდა -
16.71%)
- გერმანია - 24.390 მლნ აშშ დოლარი (ზრდა -
21.54%)
- საბერძნეთი - 23.729 მლნ აშშ დოლარი (ზრდა -
21.77%)
- თურქეთი - 10.853 მლნ აშშ დოლარი (ზრდა -
32.05%)
- ესპანეთი - 7.771 მლნ აშშ დოლარი (ზრდა -
37.65%)
- საფრანგეთი - 5.895 მლნ აშშ დოლარი (ზრდა -
24.86%)
- ყაზახეთი - 5.856 მლნ აშშ დოლარი (კლება -
5.41%)
ამასთან, 2026 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 33 მლნ აშშ
დოლარი გადაიგზავნა. რაც 2025 წლის თებერვლის (28.7 მლნ აშშ დოლარი)
ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.8% მეტია.