გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები
ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სოფლებში – ობჩასა და საწაბლეში მოქალაქეებს
საკარმიდამო ეზოებში დამონტაჟებული ჰქონდათ ცირკული ტიპის სახერხი
დანადგარები. ტერიტორიებიდან ამოღებულია 1 ერთეული მურყანის (თხმელა)
და 6 ერთეული „წითელი ნუსხის“ წაბლის სახეობის მრგვალი ხე-ტყე
(მორი).
რადგან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის
დანაშაულის ნიშნებს,
მასალები შესაბამის უწყებებში შემდგომი რეაგირების მიზნით
გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, უკანონო
ტყითსარგებლობასთან ბრძოლა მათი პრიორიტეტია. სამართალდარღვევების
პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, ეკიპაჟები 24-საათიან რეჟიმში
უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, ხოლო ცხელ ხაზზე – 153-ზე შემოსულ
ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხდება.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების
შედეგად, 2025 წელს მხოლოდ იმერეთში უკანონო ტყითსარგებლობის 245
ფაქტი გამოვლინდა და დალუქულია 20 უკანონო სახერხი საამქრო.