ლიმონათის არალეგალური საწარმო ხულოში გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, დაბა ხულოში (მამულაძის ქ. N5) ლიმონათის საწარმო დაადგინეს, რომელიც მცირე მეწარმე რ. ჯ.-ს ეკუთვნოდა და ეკონომიკურ საქმიანობათა

რეესტრში რეგისტრირებული არ იყო.

გეგმური ინსპექტირების შედეგად, საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული დარღვევები:
  • ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა;
  • ინფრასტრუქტურის გაუმართაობა;
  • სურსათის დაბინძურების საფრთხე;
  • ლიმონათის ეტიკეტირების წესის დარღვევა.
შეზღუდვების საფუძველზე, მეწარმეს საწარმოო საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ დარღვევების გამოსწორებისა და რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ შეეძლება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები