სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტები ახალციხის მუნიციპალიტეტში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალსა“ და „ვალეს“ მონაკვეთებზე, 1975 წელს დაბადებული ბ.ც., 1997 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს დაბადებული ი.დ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ:
  • ბ.ც. და გ.მ. თურქეთის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადავიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე;
  • ი.დ. საქართველოს ტერიტორიიდან

    თურქეთის მიმართულებით ცდილობდა უკანონოდ გადასვლას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები