ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
ეჭვის საფუძველზე,
უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგისა და ავტომობილის დეტალური
დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს სავალდებულო დეკლარირებას
დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 248,95 გრამი) და
ძვირფასი ქვები.
აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება შეადგენდა 76 669
ლარს.
სამართალდამრღვევი პირების სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა
შემდეგნაირად:
ერთი პირის
მიმართ საქმის მასალები გადაეცა ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურს შემდგომი რეაგირების მიზნით;
სამი პირი დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილით, ჯამში
36 322 ლარის ოდენობით.