უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე
სოციალურ ქსელში წერს.
მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ მის გულში, ისევე როგორც მრავალი
უკრაინელის გულში, დღეს ღრმა მწუხარება და სევდაა, რადგან დასრულდა
პატრიარქ ფილარეტის მიწიერი გზა. მან სრულიად უკრაინის სამწყსოს
მოუწოდა, აღავლინონ გულწრფელი ლოცვები ახლად
განსვენებული პატრიარქის
მოსახსენებლად.
ეპიფანე აღნიშნავს, რომ პატრიარქ ფილარეტის შეგონებები უკრაინის
ეკლესიის ერთობის შენარჩუნებასა და კიევის საყდრის ირგვლივ
გაერთიანების შესახებ სამუდამოდ დარჩება ხსოვნაში.
პატრიარქ ფილარეტის გული შეჩერდა 98-ე წელს. მისი ლოცვა და ხსოვნა
ადგილობრივ ავტოკეფალურ უკრაინულ მართლმადიდებელ ეკლესიაში სამუდამოდ
იქნება შენახული.
"
ცათა სასუფეველი და მარადიული ხსოვნა პატრიარქ
ფილარეტს!" - წერია განცხადებაში.
რადიო მარნეული