ზესტაფონში აგროქიმიკატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, იმერეთში, ქალაქ ზესტაფონში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, აგროქიმიკატებით უკანონო ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს.

ინდმეწარმე ზ.ქ. რეგისტრაციისა და შესაბამისი აღიარების გარეშე, ხორბლის ფქვილის სავაჭრო სივრცეში, მოქმედი წესების დარღვევით ყიდდა პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და შესაბამისი მოთხოვნების შესრულებამდე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალა.

სააგენტო განმარტავს, რომ სასურსათო პროდუქტებთან ერთად აგროქიმიკატებისა და პესტიციდების რეალიზაცია დაუშვებელია და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს წარმოადგენს.

ამასთან, აღნიშნული ნივთიერებებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ სპეციალიზებულ ობიექტებში და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები